გეკუთვნით ფრენის კომპენსაცია?

დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია

თუ თქვენმა ფრენამ დაიგვიანა 3+ საათი, ევროკავშირის რეგულაციის მიხედვით თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია 250-600 ევროს ოდენობით.

გადადებული ფრენის კომპენსაცია

თქვენი ფრენა გადაიდო და არ მიგიღიათ გაფრთხილება მინიმუმ 14 დღით ადრე? თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია.

დამაკავშირებელი ფრენის კომპენსაცია

გამოტოვეთ დამაკავშირებელი რეისი ფრენის დაგვიანების გამო? თქვენ შესაძლოა გეკუთვნოდეთ ფრენის კომპენსაცია.

გადაჯავშნილი რეისის კომპენსაცია

დროულად გამოცხადდით რეისზე მაგრამ ვერ მოხვდით თავისუფალი ადგილის არ ქონის გამო? თქვენ ფრენის კომპენსაცია გეკუთვნით.

რეისზე არ დაშვების კომპენსაცია

უარი გითხრეს ბორდინგზე და არ დაასახელეს მიზეზი ან არასაკმარისი მიზეზი გითხრეს? თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია.

დაგვიანებული ბარგის კომპენსაცია

თქვენმა ჩაბარებულმა ბარგმა დაიგვიანა ჩამოსვლა ან დაზიანებული ჩამოვიდა? თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია.

FLYINSPECTORS ბევრ მგზავრს დაეხმარათქვენც შეგვიძლია დაგეხმაროთ

ავსებთ განაცხადს

ფრენასთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში, თქვენ საკმარისია შეავსოთ განაცხადი. ამის შემდეგ Flyinspectors განიხილავს თქვენს ქეისს და შეასრულებს ყველა სამუშაოს.

იცდით მშვიდად

Flyinspectors-ის ჩარევის შემდეგ თქვენ აღარაფრის გაკეთება გჭირდებათ, გარდა იმისა რომ დაუცადოთ თქვენს კუთვნილ ფრენის კომპენსაციას.

დიახ, ეს ისეთი მარტივია როგორიც ჩანს!

იღებთ კომპენსაციას

კომპენსაციის ჩარიცხვის შემდეგ ჩვენ დაუყონებლივ გირიცხავთ კომპენსაციის თანხას 25% საკომისიოს გამოკლებით. თუ კომპენსაციის მიღება წარუმატებელი აღმოჩნდა თქვენ არ იხდით არაფერს.

რატომ FLYINSPECTORS?

ფრენასთან დაკავშირებული პრობლემების დროს მგზავრთა უმეტესობამ არ იცის თავიანთი უფლებები. რომ არაფერი ვთქვათ რესურსებზე რომელიც საჭიროა იმის განსასაზღვრად ეკუთვნით თუ არა მათ ფრენის კომპენსაცია. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ადვოკატის კონსულტაცია იმისათვის რომ გაერკვეთ ევროკავშირის რეგულაციებში და თქვენს უფლებებში, როგორც ავიატრანსპორტის მგზავრის.

საბედნიეროდ აქედან არსებობს მარტივი გამოსავალი Flyinspectors არიან ექსპერტები ამ სფეროში. ჩვენ შეგვიძლია გაგიმარტივოთ თქვენი კუთვნილი ფრენის კომპენსაციის მიღება. ეს თქვენთვის სრულიად უფასოა, ჩვენ ვიღებთ საკომისიოს 25%-ს მხოლოდ წარმატების შემთხვევაში.

ჩვენ უკვე ბევრ მგზავრს დავეხმარეთ, შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენც!

10-დან 8 მგზავრი, რომლებმაც თავისით სცადეს კომპენსაციის მიღება, აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიამ უარი უთხრა და მეტიც არც კი გასცა პასუხი.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ჩვენმა მომხმარებელმა არ მიიღოს მსგავსი მოპყრობა!

ხშირად დასმული შეკითხვები

  • ფრენის კომპენსაცია მგზავრს ეკუთვნის თუ რეისი დანიშნულების ადგილამდე დაგვიანდა მინიმუმ 3 საათით.
  • იმ შემთხვევაშიც, თუ საწყისი ფრენა დაგვიანდა 3 საათზე ნაკლები დროით, მაგრამ ამის გამო დაგაგვიანდათ დამაკავშირებელ ფრენაზე და შედეგად საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენა დაგიგვიანდათ 3 საათზე მეტი დროით.
  • თვითმფრინავში ჩასხდომაზე  მოხდა  უარის თქმა თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო.

ავიაკომპანიას აქვს ვალდებულება მგზავრს მიაწოდოს ინფორმაცია რეისის გაუქმების თაობაზე, რეისამდე არანაკლებ 14 დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრს აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია.

საქმის წარმოების დასაწყებად საჭიროა ბილეთის და პასპორტის ასლი. რის შემდეგაც მომზადდება დოკუმენტაცია: ხელშეკრულება, ცესია და მინდობილობა.

ფრენის კომპანსაციის ოდენობა განისაზღვრება  აეროპორტებს შორის მანძილით:

1500 კმ-ზე ნაკლები-250 ევრო;

1500კმ-3500კმ-400 ევრო;

3500კმ-ზე მეტი 600 ევრო.

თქვენით

დამაბნეველი, გამაღიზიანებელი, დროის მფლანგველი

  • რისკი: 0
  • დროის მფლანგველი
  • დამაბნეველი
  • წარმატების დაბალი შანსი
  • სასამართლომდე მიყვანის მაღალი შანსი
  • სტრესული
  • შუა გზაზე მიტოვების მაღალი შანსი
ფრენის კომპენსაცია 600 ევრომდე

მარტივი, სჭირდება 5 წუთი,

  • რისკი: 0
  • საჭიროა მხოლოდ შეავსოთ განაცხადი.
  • წარმატების მაღალი შანსი
  • სფეროს ექსპერტების დახმარება
  • უსტრესო

ადვოკატთან

ძვირი, ჩახლართული

  • რისკი: რამდენიმე ასეული ევრო (შესაძლოა ფრენის კომპენსაციის თანხას გადააჭარბოს)
  • დროის მფლანგველი
  • სასამართლომდე მიყვანის მაღალი შანსი
  • წარმატების შანსი დამოკიდებულია სპეციალისტზე
  • სტრესული (საჭიროა ადვოკატთან კოოპერაცია)

იცოდეთ თქვენი უფლებები

ყოველდღიურად ათასობით მგზავრს ექმნება ფრენასთან დაკავშირებული პრობლემები, ამის მიუხედავად, 95%-მა არ იცის თავისი, როგორც მგზავრის, უფლებები.  გაეცანით EC 261 რეგულაციას, რომ იცოდეთ თქვენი უფლებები.

ავიახაზები ყოველთვის პუნქტუალურები არ არიან და ფრენის დაგვიანებები ხდება. ეს ხშირად უმნიშვნელოა, მაგრამ შესაძლოა ზოგჯერ ჩვენს გეგმებს საფრთხე შეუქმნან. ასეთ შემთხვევებში თქვენ შესაძლოა გეკუთვნოდეთ ფრენის კომპენსაცია.

იხილეთ მეტი რომ გაიგოთ გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია.

ისევე როგორც დაგვიანებები, არც ფრენის გადადებაა იშვიათი. ასეთ შემთხვევაში თუ თქვენ არ მიგიღიათ წინასწარი გაფრთხილება მინიმუმ 14 დღით ადრე, თქვენ გეკუთვნით ფრენის კომპენსაცია.

გაიგეთ მეტი რა შემთხვევაში გეკუთვნით ფრენის კომპენსაცია.

ყოველთვის არ არის შესაძლებელი დანიშნულების ადგილამდე ერთი რეისით ჩასვლა, ზოგჯერ გვჭირდება დამაკავშირებელი რეისები. ეს კი დამოკიდებულია ამ რეისების განრიგზე და პუნქტუალობაზე და შესაძლებელია მცირე დაგვიანებამაც რეისის გამოტოვება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში შესაძლოა გეკუთვნოდეთ ფრენის კომპენსაცია.

გაიგეთ მეტი გეკუთვნით თუ არა დამაკავშირებელი ფრენის კომპენსაცია

უამრავ მგზავრს უწევს თავიანთი ბარგის ავიახაზებისთვის მინდობა, ზოგჯერ კი მათი დაზიანება და დაკარგვა ხდება. ასეთ შემთხვევაში თქვენ გეკუთვნით ბარგის კომპენსაცია.

გაიგეთ მეტი რა შემთხვევაში გეკუთვნით ბარგის კომპენსაცია.

ავიახაზები ხშირად იმაზე მეტ ბილეთს ყიდიან, ვიდრე რეისზე ადგილია. ამიტომ ხშირად ხდება, რომ თვითმფრინავში ადგილი აღარ არის. თქვენ კი მიზეზის გარეშე ან არასაკმარისი მიზეზით უარს გეუბნებიან ჩასხდომაზე. ასეთ შემთხვევაში თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია.

გაიგეთ მეტი გეკუთვნით თუ არა ფრენაზე არ დაშვების კომპენსაცია.