გეკუთვნით ფრენის კომპენსაცია?
დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
თუ თქვენმა ფრენამ დაიგვიანა 3+ საათი, ევროკავშირის რეგულაციის მიხედვით თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია 250-600 ევროს ოდენობით.
გადადებული ფრენის კომპენსაცია
თქვენი ფრენა გადაიდო და არ მიგიღიათ გაფრთხილება მინიმუმ 14 დღით ადრე? თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია.
დამაკავშირებელი ფრენის კომპენსაცია
გამოტოვეთ დამაკავშირებელი რეისი ფრენის დაგვიანების გამო? თქვენ შესაძლოა გეკუთვნოდეთ ფრენის კომპენსაცია.
გადაჯავშნილი რეისის კომპენსაცია
დროულად გამოცხადდით რეისზე მაგრამ ვერ მოხვდით თავისუფალი ადგილის არ ქონის გამო? თქვენ ფრენის კომპენსაცია გეკუთვნით.
რეისზე არ დაშვების კომპენსაცია
უარი გითხრეს ბორდინგზე და არ დაასახელეს მიზეზი ან არასაკმარისი მიზეზი გითხრეს? თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია.
დაგვიანებული ბარგის კომპენსაცია
თქვენმა ჩაბარებულმა ბარგმა დაიგვიანა ჩამოსვლა ან დაზიანებული ჩამოვიდა? თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია.
როგორ მუშაობს
ავსებთ განაცხადს
ფრენასთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში, თქვენ საკმარისია შეავსოთ განაცხადი. ამის შემდეგ Flyinspectors განიხილავს თქვენს ქეისს და შეასრულებს ყველა სამუშაოს.
იცდით მშვიდად
Flyinspectors-ის ჩარევის შემდეგ თქვენ აღარაფრის გაკეთება გჭირდებათ, გარდა იმისა რომ დაუცადოთ თქვენს კუთვნილ ფრენის კომპენსაციას. დიახ, ეს ისეთი მარტივია როგორიც ჩანს!
იღებთ კომპენსაციას
კომპენსაციის ჩარიცხვის შემდეგ ჩვენ დაუყონებლივ გირიცხავთ კომპენსაციის თანხას 25% საკომისიოს გამოკლებით. თუ კომპენსაციის მიღება წარუმატებელი აღმოჩნდა თქვენ არ იხდით არაფერს.
რატომ Flyinspectors?
მგზავრების უმეტესობამ არ იცის თავისი უფლებები ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებში. არც იმის გარკვევის საშუალება აქვთ, გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია. ევროკავშირის რეგულაციებისა და თქვენი უფლებების გასაგებად შესაძლოა იურისტის დახმარება დაგჭირდეთ.
საბედნიეროდ, მარტივი გადაწყვეტა არსებობს. Flyinspectors ამ სფეროს ექსპერტია და კომპენსაციის მიღებას გიადვილებთ. თქვენთვის ეს სრულიად უფასოა: წარმატების შემთხვევაში მხოლოდ 25%-იან საკომისიოს ვიღებთ.
ბევრ მგზავრს დავეხმარეთ და თქვენც დაგეხმარებით!
ხშირად დასმული კითხვები
რა შემთხვევაში შემიძლია მივიღო კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია მგზავრს ეკუთვნის თუ რეისი დანიშნულების ადგილამდე დაგვიანდა მინიმუმ 3 საათით. იმ შემთხვევაშიც, თუ საწყისი ფრენა დაგვიანდა 3 საათზე ნაკლები დროით, მაგრამ ამის გამო დაგაგვიანდათ დამაკავშირებელ ფრენაზე და შედეგად საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენა დაგიგვიანდათ 3 საათზე მეტი დროით.
თვითმფრინავში ჩასხდომაზე მოხდა უარის თქმა თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო.
ავიაკომპანიას აქვს ვალდებულება მგზავრს მიაწოდოს ინფორმაცია რეისის გაუქმების თაობაზე, რეისამდე არანაკლებ 14 დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრს აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია.
რა მჭირდება კომპენსაციის მისაღებად?
საქმის წარმოების დასაწყებად საჭიროა ბილეთის და პასპორტის ასლი. რის შემდეგაც მომზადდება დოკუმენტაცია: ხელშეკრულება, ცესია (DOA) და მინდობილობა (POA).
როგორ განისაზღვრება კომპენსაციის თანხა თითოეულ მგზავრზე?
ფრენის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება აეროპორტებს შორის მანძილით:
- 1500 კმ-ზე ნაკლები – 250 ევრო;
- 1500–3500 კმ – 400 ევრო;
- 3500 კმ-ზე მეტი – 600 ევრო.
