გაუქმებული ფრენის კომპესაცია

FLYINSPECTORS / მგზავრის უფლებები

გაუქმებული ფრენის კომპენსაცია

ავიაკომპანიამ ფრენა გააუქმა? შესაძლოა 600 ევრომდე კომპენსაცია გეკუთვნოდეთ. FlyInspectors გადაამოწმებს გაუქმების გარემოებებს და, სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, დაგეხმარებათ კუთვნილი თანხის მიღებაში.

შესაძლო კომპენსაცია
€600-მდე

ოდენობა დამოკიდებულია მარშრუტსა და კომპენსაციის მიღების პირობებზე.

როდის გეკუთვნით გაუქმებული ფრენის კომპენსაცია?

გაუქმება ყოველთვის არ ქმნის ფიქსირებული კომპენსაციის უფლებას. მნიშვნელობა აქვს შეტყობინების დროს, ალტერნატიულ მგზავრობას, გაუქმების მიზეზსა და მარშრუტზე მოქმედ წესებს.

როდის შეგატყობინეს?

თუ გამგზავრებამდე 14 დღეზე ნაკლები რჩებოდა, შესაძლოა კომპენსაცია გეკუთვნოდეთ. გვიანი შეტყობინება თავისთავად საკმარისი არ არის.

რა ალტერნატივა შემოგთავაზეს?

გასათვალისწინებელია ალტერნატიული რეისის გამგზავრებისა და საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლის დრო.

რა გახდა გაუქმების მიზეზი?

განსაკუთრებულმა გარემოებამ, მაგალითად, ფრენისთვის სახიფათო უამინდობამ, შესაძლოა ავიაკომპანია ფიქსირებული კომპენსაციისგან გაათავისუფლოს.

FlyInspectors შეაფასებს თქვენს მარშრუტს, მოქმედ კანონმდებლობასა და ავიაკომპანიის მიერ დასახელებულ მიზეზს. დამატებითი ინფორმაცია: ფრენის კომპენსაცია

კომპენსაცია, თანხის დაბრუნება თუ ალტერნატიული ფრენა?

ბილეთის თანხის დაბრუნება და ფიქსირებული კომპენსაცია სხვადასხვა უფლებაა. შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისას შესაძლოა ორივე გეკუთვნოდეთ. გაუქმებისას ავიაკომპანიამ ასევე უნდა შემოგთავაზოთ არჩევანი თანხის დაბრუნებასა და ალტერნატიულ მგზავრობას შორის, მოქმედი წესების შესაბამისად.

ფულადი კომპენსაცია

დამატებითი ანაზღაურება, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი პირობების დაკმაყოფილებისას გაიცემა.

ბილეთის თანხის დაბრუნება

თუ მგზავრობის გაგრძელება აღარ გსურთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ ბილეთის თანხის დაბრუნება შესაბამისი წესებით.

ალტერნატიული ფრენა

შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა რეისით მგზავრობა დანიშნულების ადგილამდე, ხელმისაწვდომი პირობების შესაბამისად.

თუ ალტერნატივა არ შემოგთავაზეს და ახალი ბილეთის შეძენა თავად მოგიწიათ, შესაძლოა აუცილებელი და გონივრული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველიც არსებობდეს. შეინახეთ ქვითრები და დაგვიკავშირდით გარემოებების შესაფასებლად. ალტერნატიული რეისით სარგებლობა კომპენსაციის უფლებას ავტომატურად არ გამორიცხავს.

რა კომპენსაცია გეკუთვნით გაუქმებული რეისის შემთხვევაში?

ევროკავშირის შესაბამისი წესების გავრცელებისა და სხვა პირობების დაკმაყოფილებისას ფიქსირებული კომპენსაცია 250-დან 600 ევრომდეა. ოდენობა მარშრუტის მანძილისა და კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება.

€250

1 500 კმ-მდე ჩათვლით

€400

ევროკავშირის შიდა ფრენები 1 500 კმ-ზე მეტი მანძილით და სხვა ფრენები 1 500 კმ-ზე მეტი მანძილიდან 3 500 კმ-მდე ჩათვლით

€600

სხვა შესაბამისი ფრენები 3 500 კმ-ზე მეტი მანძილით

ზოგიერთ შემთხვევაში კომპენსაცია შესაძლოა 50%-ით შემცირდეს, თუ ალტერნატიული რეისით დანიშნულების ადგილზე შესაბამისი წესებით დადგენილ ვადაში ჩახვალთ. მითითებული ოდენობები მომსახურების საფასურის გამოკლებამდეა.

კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი შეიძლება დაგვიანებულ რეისზეც არსებობდეს. მნიშვნელობა აქვს მიზეზსა და საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლის დროს. თქვენი შემთხვევა ინდივიდუალურად შეფასდება.

როგორ მოითხოვოთ კომპენსაცია ავიაკომპანიისგან?

შეინახეთ ბილეთი, ჯავშნის მონაცემები და ავიაკომპანიის შეტყობინება. შემდეგ შეავსეთ განაცხადი, რათა FlyInspectors-მა რეისის გაუქმების გარემოებები გადაამოწმოს.

01. შეავსეთ განაცხადი

მიუთითეთ რეისის თარიღი, ნომერი და გაუქმების დეტალები. გუნდი შეაფასებს კომპენსაციის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.

02. ჩვენ ვმართავთ საქმეს

საფუძვლის არსებობისას ვიწყებთ მოთხოვნის წარმოებას, ვმართავთ ავიაკომპანიასთან კომუნიკაციას და საჭიროებისას ვეძებთ დამატებით მტკიცებულებებს.

03. იღებთ კომპენსაციას

დადებითი შედეგისას თანხას მომსახურების საფასურის, მიღებული კომპენსაციის 25%-ის, გამოკლებით იღებთ. თუ კომპენსაციას ვერ მიიღებთ, მომსახურების საფასურს არ იხდით.

კომპენსაცია სხვადასხვა ავიაკომპანიის რეისებზე

FlyInspectors განიხილავს სხვადასხვა ავიაკომპანიის რეისებთან დაკავშირებულ შემთხვევებს. მოთხოვნის პირობები დამოკიდებულია მარშრუტზე, გაუქმების მიზეზსა და მოქმედ რეგულაციაზე.

Wizz AirGeorgian AirwaysPegasus Airlines

ხშირად დასმული კითხვები

რატომ არის მნიშვნელოვანი გაუქმების შესახებ 14 დღით ადრე შეტყობინება?

თუ გაუქმების შესახებ მინიმუმ 14 დღით ადრე გაცნობათ, ფიქსირებული კომპენსაცია, როგორც წესი, აღარ გაიცემა. გვიანი შეტყობინებისას გასათვალისწინებელია ალტერნატიული რეისის შეთავაზება, გამგზავრებისა და ჩასვლის დრო, ასევე გაუქმების მიზეზი.

შეიძლება თუ არა თანხის დაბრუნებასთან ერთად კომპენსაციის მიღებაც?

დიახ. ბილეთის საფასურის დაბრუნება და ფიქსირებული კომპენსაცია სხვადასხვა უფლებაა. შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისას შესაძლოა ორივე გეკუთვნოდეთ.

გაიცემა თუ არა კომპენსაცია უამინდობის გამო გაუქმებულ რეისზე?

მძიმე უამინდობა შესაძლოა განსაკუთრებულ გარემოებად ჩაითვალოს და ფიქსირებული კომპენსაცია არ გაიცეს. ავიაკომპანიამ უნდა დაასაბუთოს მიზეზი და აჩვენოს, რომ გაუქმების თავიდან ასაცილებლად ყველა გონივრული ზომა მიიღო.

გადაამოწმეთ თქვენი რეისი

განაცხადში მიუთითეთ ფრენის დეტალები. ჩვენ შევაფასებთ, გაქვთ თუ არა კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი.

შეავსეთ განაცხადი