წესები და პირობები

ბოლო განახლება:

ხელშეკრულების პირობები

„ხელშეკრულება“ წარმოადგენს მგზავრსა და შპს ფლაიინსპექტორს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელსაც მგზავრი ხელს აწერს ელექტრონულად ან ფიზიკურად.

მხარეები ხელმძღვანელობენ „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ’’ ჩიკაგოს 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენციის, „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ’’ მონრეალის 1999 წლის 28 მაისის კონვენციის, „საქართველოსა და ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ’’ ბრიუსელის 2010 წლის 2 დეკემბრის შეთანხმების, „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის საერთო წესების დადგენის და №295/91(1) რეგლამენტის გაუქმების შესახებ’’ ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს 2004 წლის 11 თებერვლის №261/2004 EC რეგულაციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს საჰაერო კოდექსის, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 ივლისის №122 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის“ და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების, აგრეთვე წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული გარიგების პირობების შესაბამისად.

ხელშეკრულების მიხედვით, მგზავრი („მოთხოვნის დამთმობი“) შპს „ფლაიინსპექტორს-ს“ („მოთხოვნის მიმღები“) სრული მოცულობით უთმობს და საკუთრებაში გადასცემს ავიაკომპანიის მიმართ არსებულ მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობს კონკრეტულ რეისზე დაფიქსირებული ინციდენტიდან (ფრენის გაუქმება, ფრენის ხანგრძლივი დაგვიანება, საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარი, ბარგის დაკარგვა/დაზიანება/განადგურება ან გადაზიდვის შეფერხება).

ავიაკომპანიის მიმართ არსებული მოთხოვნის სრული მოცულობით გადაცემაში იგულისხმება, როგორც ფინანსური კომპენსაციის, ისე დამატებითი ხარჯის მოთხოვნის და მიღების უფლება.

შპს „ფლაიინსპექტორს“ უფლებამოსილია საკუთარი სახელით მოითხოვოს და მიიღოს ფინანსური კომპენსაცია ან/და დამატებითი ხარჯი, რომელიც ხელშეკრულებაში მითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზეა დადგენილი მოთხოვნის დამთმობისთვის.

შეთანხმების ფარგლებში, შპს „ფლაიინსპექტორს“ კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოს მგზავრისთვის ექსპლუატატორი კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიღებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა.

შპს „ფლაიინსპექტორს“ იტოვებს უფლებას ავიაკომპანიის მიერ თანხის მიღების შემთხვევაში დაიტოვოს სრული ანაზღაურების 25%.

მგზავრი იღებს ვალდებულებას შპს „ფლაიინსპექტორს-ს“ მიაწოდოს მისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საქმის წარმოებასთან.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე ან გაფორმების შემდეგ თავად ან სხვა კომპანიის მეშვეობით მიმართული აქვს ავიაკომპანიისთვის კომპენსაციის ან/და დამატებითი ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნით, მომსახურების გამწევი იტოვებს უფლებას, მომხმარებლის მიერ ანაზღაურების მიღების შემთხვევაში მიიღოს სრული ანაზღაურების 35%.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მომსახურების გამწევს მიაწვდის არასწორ ან არასრულ ინფორმაციას ზემოთ აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, მომსახურების გამწევი იტოვებს უფლებას მომხმარებლის მიერ ანაზღაურების მიღების შემთხვევაში დაიტოვოს სრული ანაზღაურების 45%.

იმ შემთხვევაში, თუ დავის გადაწყვეტა საჭიროებს საქმის გასაჩივრებას სასამართლოში ან/და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სხვა ოფიციალურ ორგანოში, მომსახურების გამწევი იტოვებს უფლებას, მომსახურების ანაზღაურების პროცენტული განაკვეთები გაზარდოს 10%-ით.

იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანიამ კომპენსაციის თანხა ჩაურიცხა მგზავრს, მგზავრმა თანხის ჩარიცხვიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა უნდა მოახდინოს შპს „ფლაიინსპექტორს-თან“ შეთანხმებული პროცენტის გადახდა. აღნიშნული წესი ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ მგზავრმა ხელშეკრულების გაფორმებამდე/გაფორმების შემდეგ მიმართა თავად ან სხვა კომპანიის საშუალებით კომპენსაციის ანაზღაურების საკითხზე ავიაკომპანიას, თუ მგზავრსა და შპს „ფლაიინსპექტორს“ შორის ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში მგზავრს დაეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილების მეექვსე სამუშაო დღიდან ყოველ მომდევნო დღეზე ავიაკომპანიის მიერ ჩარიცხული სრული თანხის 0.5%-ის ოდენობით ერთ თვემდე.

ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს როგორც ორმხრივად ისე, ცალმხრივად ერთ-ერთი მხარის ინიციატივით.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შპს „ფლაიინსპექტორს“ იტოვებს უფლებას კომპენსაციის ჩარიცხვის შემთხვევაში დაიტოვოს სრული თანხის 25% და დარჩენილი თანხა გადაურიცხოს ავიაკომპანიას.

მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელის მოწერისთანავე.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მგზავრი ხელშეკრულებაზე ელექტრონულად ან ფიზიკურად ხელის მოწერით თანხმობას აცხადებს შპს „ფლაიინსპექტორს-ის“ მიერ პერსონალური მონაცემების შეაგროვებაზე, გამოყენებაზე, გადაცემაზე ანდა სხვაგვარად დაამუშავებაზე.

მგზავრის მიერ ამ პოლიტიკაზე თანხმობის გამოთქმა და მონაცემების მოწოდება წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე თანხმობას მსგავს გამოყენებაზე.

შპს „ფლაიინსპექტორს-მა“ შესაძლოა გამოიყენოს მგზავრის მონაცემები სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის (თუმცა არა მხოლოდ):

მგზავრის იდენტიფიცირებისთვის;

მგზავრისთვის ექსპლუატატორი კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიღებისთვის და ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისთვის;

სხვადასხვა რეგულაციასთან, კანომდებლობასთან, წესთან ან კოდექსთან შესაბამისობის მიზნით

სასამართლოსთვის ან ავიაციის სააგენტოსთან საქმის წარმოების მიზნით;

ტექნიკური პრობლემების აღმოჩენის,თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისთვის;

ნებისმიერი სხვა მიზნისთვის, რა მიზნითაც მგზავრი ინფორმაციას მოგვაწვდის

მგზავრის პირადი მონაცემები ინახება იმ ვადით რაც საჭიროა იმ მიზნების მისაღწევად რა მიზნითად მოხდა მათი შეგროვება, ან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად.

შპს „ფლაიინსპექტორს“ შეწყვეტს მონაცემების შენახვას, იმ მომენტიდან როგორც კი გონივრულობის ფარგლებში სავარაუდოა რომ მათი შენახვა აღარ ემსახურება იმ მიზნებს რა მიზნითაც მოხდა მათი შეგროვება და აღარ არის საჭირო ბიზნესის ან სამართლებრივი მიზნებისთვის.

არასრულწლოვანების მონაცემები მუშავდება მხოლოდ მშობლის/მეურვის სურვილის თანახმად.

თუ თქვენი ადგილმდებარეობა არ არის საქართველო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაცემული და დამუშავებული იქნება საქართველოში.