ფრენის კომპენსაცია მგზავრს ეკუთვნის თუ რეისი დანიშნულების ადგილამდე დაგვიანდა მინიმუმ 3 საათით. იმ შემთხვევაშიც, თუ საწყისი ფრენა დაგვიანდა 3 საათზე ნაკლები დროით, მაგრამ ამის გამო დაგაგვიანდათ დამაკავშირებელ ფრენაზე და შედეგად საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენა დაგიგვიანდათ 3 საათზე მეტი დროით.
თვითმფრინავში ჩასხდომაზე მოხდა უარის თქმა თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო.
ავიაკომპანიას აქვს ვალდებულება მგზავრს მიაწოდოს ინფორმაცია რეისის გაუქმების თაობაზე, რეისამდე არანაკლებ 14 დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრს აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია.
საქმის წარმოების დასაწყებად საჭიროა ბილეთის და პასპორტის ასლი. რის შემდეგაც მომზადდება დოკუმენტაცია: ხელშეკრულება, ცესია (DOA) და მინდობილობა (POA).
ფრენის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება აეროპორტებს შორის მანძილით:
ჩვენი მომსახურების გადასახადი შეადგენს ანაზღაურებული თანხის 25%-ს.
ჩვენი მომსახურება განისაზღვრება ანაზღაურებული თანხის 25%-ით. შესაბამისად, მხოლოდ მოგებული ქეისის შემთხვევაში იხდით ჩვენს მომსახურებას.
დიახ, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია მესამე პირზე თუ წარადგენთ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას.
იმ შემთხვევაში, თუ რეისის დაგვიანება/გაუქმება იყო გამოწვეული ბუნებრივი მოვლენებით, აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვითა და სხვა ფორსმაჟორული გარემოებებით.(ხშირად ავიაკომპანიას მიზეზად მოჰყავს ზემოხსენებული, თუმცა ჩვენი კომპანია იკვლევს საკითხს და ადგენს რამდენად შეესაბამება ეს მიზეზები სიმართლეს.)
დიახ, იმ შემთხვევაში თუ შენახული გაქვთ ჩეკები, შესაძლებელია თქვენ მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა ავიაკომპანიისთვის.
თქვენ შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, შესაძლებელია, ასევე დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე ან ფეისბუქ გვერდზე.
საქმის წარმოების დასაწყებად თითოეულმა მგზავრმა დამოუკიდებლად უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.
აღნიშნული ფაქტი არ იმოქმედებს ავიაკომპანიასთან სამომავლო ურთიერთობაზე.
დიახ, კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებელია. გადადებული/გაუქმებული რეისის შემთხვევაში ავიაკომპანიის ვალდებულებაა მგზავრი უზრუნველჰყოს კვებით, სასმელით, სატელეფონო ზარით და საჭიროების შემთხვევაში-სასტუმროთი.
დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, დაუყონებლივ ხდება ავიაკომპანიასთან ქეისის გახსნა. პროცედურას ესაჭიროება 2 კვირიდან 1 თვემდე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, 14 სამუშაო დღის განმავლობაში ხდება თანხის ჩარიცხვა. ნებისმიერ სიახლეს ჩვენი თანამშრომელი გაცნობებთ პროცესის განმავლობაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რიგ შემთხვევებში ნაკლები დრო ესაჭიროება ქეისის განხილვას, თუმცა არის შემთხვევები როდესაც პროცესი ჭიანურდება.
ავიაკომპანიას უფლება აქვს შეამციროს კომპენსაციის ოდენობა 50%-ით იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს შესთავაზეს ფრენა ალტერნატიული მარშრუტით დანიშნულების ბოლო პუნქტამდე და იმ შემთხვევაშიც თუ ჩაფრენის დრო 3 საათზე ნაკლებია.
ჩვენი გუნდი დაუღალავად შრომობს იმისათვის, რომ მიიღოს პასუხი უმოკლეს ვადებში, თუმცა პროცესში ჩართულია მესამე მხარე, რომელთანაც საჭიროა კოორდინაცია, მაგალითად ავიაკომპანიასთან და ოფიციალურ სახელმწიფო აღმასრულებელ ორგანოებთან. შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში საკითხის გარკვევას ესაჭიროება ნაკლები დრო, ხოლო ზოგ შემთხვევაში პროცესი ჭიანურდება.
იმ შემთხვევაში, თუ უარი გამოწვეულია ზედმეტად გაყიდული ბილეთების გამო, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია. თუ მიზეზი გამოწვეულია თქვენი დაგვიანებით ან არასაკმარისი დოკუმენტაციით, კომპენსაციის გაცემა ვერ მოხდება. ამის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ავიაკომპანიანიას, შესაძლებელია კეთილი ნების გამოხატვის მიზნით ავიაკომპანიამ შემოგთავაზოთ ვაუჩერი, ფასდაკლება შემდგომ ფრენებზე და ა.შ.
მინდობილობა საჭიროა იმისათვის რომ თქვენი სახელით ვაწარმოოთ საქმე ავიაკომპანიასთან და მივიღოთ კომპენსაცია. მინდობილობა ვრცელდება მხოლოდ აღნიშნულ ქეისზე და დასრულებისთანავე კარგავს ძალას.
დოკუმენტის შევსება საჭიროა ლურჯი კალმით. ადგილმდებარეობის ველში უთითებთ ქალაქს, სადაც იმყოფებით, მისამართს, თარიღს, როდესაც ხდება მონაცემთა შევსება და ხელმოწერას. ხელმოწერა აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს პასპორტში არსებულს.
ჩვენი მხრიდან ხდება მხოლოდ იმ დოკუმენტაციის მოთხოვნა, რომელიც საჭიროა ქეისის გასახსნელად ავიაკომპანიასთან. ჩვენი კომპანია ზრუნავს თქვენი პერსონალური უსაფრხოების დაცვაზე, შესაბამისად დოკუმენტაცია შეინახება უსაფრთხოდ ჩვენს ბაზაში, დოკუმენტაციის გაგზავნა ხდება მხოლოდ იმ პირებისთვის, ვინც ჩართულია დავაში და გეხმარებათ კომპანსაციის მიღებაში. ჩვენი სისტემა დაცულია EU data protection regulation -ით.
არასრულწლოვნების შემთხვევაში ხელს აწერს მშობელი/მეურვე.
ფორსმაჟორული გარემოებად შესაძლებელია ჩაითვალოს ის ფაქტორები, რომლებიც არ არის ავიაკომპანიის მიერ კონტროლირებადი და ვერ მოხდებოდა მათი თავიდან აცილება.
კომპენსაცია გეკუთვნით შემდეგ შემთხვევებში:
იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანიის მიერ გაფრთხილება მოხდა 14 დღეზე ნაკლებ დროში, მგზავრს კომპენსაცია ეკუთვნის.
დიახ, ამინდი ხვდება ექსტრაორდინალურ გარემოებებში, თუმცა ცალკეულ შემთხვევებს შევისწავლით და დადგინდება, რამდენად შესაძლებელი იყო დაგვიანების/გაუქმების თავიდან აცილება და შესაბამისად მოხდება კომპანსაციის მოთხოვნა ავიაკომპანიისთვის.
დიახ, თანხის მოთხოვნა შესაძლებელია, ვინაიდან ბილეთი ნაყიდია თქვენს სახელზე.