საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებისას, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ პრობლემას ბარგის დაზიანება, დაგვიანება და დაკარგვა წარმოადგენს. ასეთი შემთხვევები სრულიად კომპენსირებადია.
რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში, თუ ბარგი ავიარეისის დროს დაიკარგა:
თან იქონიეთ ჩასხდომის ბილეთი ან ნებისმიერი დოკუმენტი, სადაც ავიაბილეთის ჯავშნის ნომერია მითითებული;
შეადგინეთ ნივთების სია, რომელიც თქვენს დაკარგულ ჩანთაში იყო მოთავსებული;
წარადგინეთ დაკარგულ ნივთების სია, ჩასხდომის ბილეთი და ბარგის ჩეკი ავიაკომპანიის წარმომადგენლობაში. გაეცანით კომპანიის დაკარგული ბარგთან დაკავშირებულ წესდებას და გაარკვიეთ, რა ვადა აქვთ მათ დანაკარგის ასანაზღაურებლად;
თუ დაკარგულ ნივთებს შორის იყო პირველადი მოხმარების ან ისეთი ნივთები, რომლებიც თქვენთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, მოითხოვეთ დაუყოვნებლივ ანაზღაურება.
რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში, თუ ბარგი ავიარეისის დროს დაზიანდა:
თან იქონიეთ ჩასხდომის ბილეთი ან ნებისმიერი დოკუმენტი, სადაც ავიაბილეთის ჯავშნის ნომერია მითითებული;
შეადგინეთ ნივთების სია, რომელიც თქვენს დაკარგულ ჩანთაში იყო მოთავსებული;
წარადგინეთ დაკარგულ ნივთების სია, ჩასხდომის ბილეთი და ბარგის ჩეკი ავიაკომპანიის წარმომადგენლობაში. გაეცანით კომპანიის დაკარგული ბარგთან დაკავშირებულ წესდებას და გაარკვიეთ, რა ვადა აქვთ მათ დანაკარგის ასანაზღაურებლად;
თუ დაკარგულ ნივთებს შორის იყო პირველადი მოხმარების ან ისეთი ნივთები, რომლებიც თქვენთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, მოითხოვეთ დაუყოვნებლივ ანაზღაურება.
რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში, თუ ბარგს აგვიანდება:
თან იქონიეთ ჩასხდომის ბილეთი ან ნებისმიერი დოკუმენტი, სადაც ავიაბილეთის ჯავშნის ნომერია მითითებული;
შეავსეთ ოფიციალური საჩივრის ფორმა. რომელსაც მინიჭებული ექნება უნიკალური ნომერი, რომლის დამახსოვრება აუცილებელია;
მოითხოვეთ ბარგის გადასახადის უკან დაბრუნება, ასეთის გადახდის შემთხვევაში;
საჩივრის შევსება შეგიძლიათ ბარგის დაკარგვიდან 45 დღის განმავლობაში აშშ-ის რეისებზე და 21 დღის განმავლობაში ევროკავშირის ან საერთაშორისო რეისებზე, თუმცა უმჯობესია, თუ ამას იმავე დღეს გააკეთებთ.